logo
ENG



სანიკიძე: არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში

11 დეკ 202115:59
3 წუთის საკითხავი
 
სანიკიძე: არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში

კალათბურთის ფედერაციის დანიშნული პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. 

ის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

"არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ [ჟურნალისტმა] მომილოცა და დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ვაპირებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ, არის უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა". - თქვა ვიქტორ სანიკიძემ. 

ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ მხარს სანიკიძეს დაუჭერდა. 

ვიქტორ სანიკიძე ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის დეპუტატიც არის. 


close დახურვა