logo
ENG



სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა, რასაც გავართმევთ თავს-გახარია

22 მაი 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

"კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა, რასაც ხელისუფლება და მთლიანად გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლება ვალდებულია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაგრძელებას ხელი შეუწყოს. 

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და გუნდი მთლიანად, წარმატებით გავართმევთ თავს. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქისთვის ისეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, შეზღუდვების სახით არ გავავრცელოთ და შევუშალოთ ხელი სწრაფ და მასშტაბურ ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემები", - განაცხადა პრემიერმა. 


close დახურვა