სანქციებს შესაძლოა დაექვემდებარონ, ის მოსამართლეებიც, რომლებიც ოლიგარქიულმა მმართველობამ მართლმსაჯულების გასაკონტროლებლად, მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ნეპოტიზმი, კორუფცია, განუსაზღვრელი ძალაუფლება მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფს, რომელიც სასამართლო სისტემას აკონტროლებს, მართავს. დღევანდელი სასამართლო სისტემა ვერ პასუხობს ვერცერთ გამოწვევას. დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა ფარატინა ფურცელზე დაწერილ შეუსრულებელ მისიად რჩება. როგორც ხდება რომ ხშირ შემთხვევაში მოსამართლის გასავალი ბევრად აღემატება მის წლიურ შემოსავალს?
სანქციები მოსამართლეებს - შაბათის ფორმულა
09 ივლ 202220:24
3 წუთის საკითხავი