ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა, რომ სანქციებზე საუბარი არასერიოზულია და ამერიკის სავიზო შეზღუდვა არავის შეეხება, სახელმწიფო დეპარტამენტის გაკეთებული განცხადების შემდეგ, ამბობდნენ, რომ ამერიკაში წასვლა მაინც არასდროს უნდოდათ - თუმცა მათი ვოიაჟების ისტორია და წინა წლების გამოცდილება საპირისპიროზე მიუთითებს - ხელისუფლება, საერთო მესიჯებზე დიდხანს ფიქრობდა. მეთიუ მილერის ბრიფინგის შემდეგ, პარლამენტში უმრავლესობის მხოლოდ 4 წევრი გამოჩნდა, აქედან 2 ხალხის ძალის წარმომადგენელი - ყველა მათგანმა უკვე იცის, რომ ვერც ამერიკაში და ვერც ევროპაში ვეღარ იმოგზაურებენ, ამიტომ პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, ივანიშვილის სანქცირებული თანაგუნდელები საზაფხულო არდადეგებს ოლიგარქის მშობლიურ ჭორვილაში გაატარებენ.
სანქციები რუსულ ოცნებას - შაბათის ფორმულა
08 ივნ 202420:47
3 წუთის საკითხავი