ქართული ოცნების შავი პარასკევი. დღე როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა - მასშტაბური სავიზო სანქციები დააანონსა. საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამთხრის გამო - რაც პირველ ეტაპზე ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ ოლიგარქის მორჩილი ჩინოვნიკები, დეპუტატები, ასევე მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადე ძალოვანი უწყების თანამშრომლები, პროკურორები, გამომძიებლები, მოსამართლეები და მათი ოჯახის წევრები. ბლინკენის განცხადებისგან დამოუკიდებლად - კონგრესსა და სენატში დააინიციირეს 2 კანონპროექტი - რომელსაც ქართული ოცნებისთვის თაფლაკვერისა და ჯოხის პრინციპი აქვს. დოკუმენტებში ხაზგასმით არის ნათქვამი რა მოხდება თუ რეჟიმი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და რა სარგებელს მიიღებს საქართველო დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში.
სანქციების შინაარსი - შაბათის ფორმულა
25 მაი 202420:28
3 წუთის საკითხავი