logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა - ვაჟა გაფრინდაშვილის ახლობლები

19 ნოე 201915:28
3 წუთის საკითხავი
 
hcenztcdj0tm3et.jpg

ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები და ოჯახის წევრები, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებენ. ოჯახის წევრები და კოლეგები, ამტკიცებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის დროს თბილისში იმყოფებოდა და არ დაუტოვებია ღუდუშაურის კლინიკის ტერიტორია, სადაც ომში დაჭრილ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ, რუს სამხედროებსაც მკურნალობდა. 

„სრული სიცრუეა, აბსოლუტური სიცრუე. შვიდი დღის განმავლობაში, შვიდი დღეა და ღამე ჩვენ კლინიკიდან არ გავსულვართ. უფრო მეტიც, ჩვენი, ჩემი და ვაჟას პაციენტი იყო სამხედრო, რომელიც შეიძლება ჩვენ გვბომბავდა, მაგრამ ვუმკურნალეთ მას,“ - აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგა და თანამშრომელი.

საუბარია განცხადებაზე, რომელშიც ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ ექიმი, 2008 წლის ომის მონაწილეა და ე.წ. საზღვარი პოლიტიკური ნიშნით გადაკვეთა.

 

 


close დახურვა