logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

15 ნოე 201916:13
3 წუთის საკითხავი
 
uz7mh81foixhdsf.jpg

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „ფორმულასთან" საუბარში ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს,  უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში იმყოფება. 


close დახურვა