logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი კვლავ პატიმრობაშია

15 ნოე 201919:38
3 წუთის საკითხავი
 
0bgtydra252axe0.jpg

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულმა ქართველმა ექიმმა უარი თქვა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ მან არა საოკუპაციო ხაზი, არამედ საზღვარი გადაკვეთა. ოჯახი და მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ მას ორთვიანი პატიმრობა სწორედ ამ პრინციპული პოზიციის გამო შეუფარდეს. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის „გამიზნულად კვეთას" ედავება.  

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ქართველი ექიმის დაკავების ვერსიას ყვება. ის ამბობს, რომ ტრავმატოლოგმა შეგნებულად გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რათა თხრილში ჩავარდნილ ახალგორელს დახმარებოდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, ახალგორელი ქალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გამოუშვეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა კი, ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში ექიმზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გამორიცხავს. მას დაკავებულის გათავისუფლების რადიკალური გეგმაც აქვს. იქამდე კი სხვა ღონისძიებების გააქტიურებაზე მიანიშნებს. ხოლო სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველიც. 

9 ნოემბერს დაკავებული ექიმის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ 13 ნოემბერს გავრცელდა დე-ფაქტო რესპუბლიკის მედიით. ფაქტია, რომ სახელმწიფო 4 დღის განმავლობაში დუმდა ან არაფერი იცოდა. ახლა კი ირწმუნება, რომ ექიმის გასათავისუფლებად ყველაფერს აკეთებს.

 

 


close დახურვა