logo
ENG



საომარი მოქმედებების შედეგად დონეცკში, ქალაქ სვიატოჰირსკში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა

04 ივნ 202218:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/04/sid58w5tw64bb85.jpg
იური კოჩევენკო / Facebook

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის ქალაქ სვიატოჰირსკში მდებარე ყველაწმინდას მონასტრის მთავარ ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინის ეკლესიის თქმით ხანძარი საომარი მოქმედებების შედეგად გაჩნდა და ხით აშენებული მთავარი ტაძრის ტერიტორია მოიცვა.

„საომარი მოქმედებების შედეგად სვიატოჰირსკის ლავრას ყველაწმინდას სკიტეს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა მოიცვა მთავარი ტაძარი" - წერია განცხადებაში.

ამ დროისთვის დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მონასტერი მდინარე სივერსკი დონეცის მიმდებარედ, კლდეზე მდებარეობს. რუსი სამხედროები მდინარის გადაკვეთას და უკრაინის ჯარის ალყაში მოქცევას ცდილობენ. სვიატოჰირსკი ქალაქი სლოვიანსკის ჩრდილოეთით მდებარეობს, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

ტაძარი 1526 წელს აშენდა, გასულ საუკუნეში კი სსრკ-მ დახურა. ტაძარი ხელახლა 1992 წელს, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გაიხსნა.


close დახურვა