logo
ENG



საპარლამენტო არჩევნების დღეს NDI სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

04 სექ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

NDI-მ გადაწყვიტა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს არ გამოგზავნოს ადგილზე დამკვირვებელთა დელეგაცია. ინსტიტუტი განცხადებაში ამის მიზეზად Covid-19-თან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას ასახელებს და  წერს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას გადახედეს და საკუთარი შესაძლებლობები განიხილეს.

"საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. Covid-19-ის პანდემია ჯერ კიდევ არ არის კონტროლქვეშ გლობალურად, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში", - წერია განცხადებაში.

ამასთან, NDI აპირებს, კვლავ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სექტემბრის დასაწყისში ანალიტიკოსების გუნდი დაიწყებს კამპანიაზე დაკვირვებას. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა, საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიების კამპანიები, გენდერი და ინკლუზია, მედია და დეზინფორმაცია. ინსტიტუტის განცხადებით, ეს ანალიტიკოსები იმუშავებენ დისტანციურად, საქართველოში დაფუძნებულ ასისტენტებთან ერთად. 

პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.


close დახურვა