საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციების მიმართ კრიტიკის მიუხედავად, დელეგაცია "აირაისა" და "ენდიაის" პრეზიდენტებს შეხვდება. ოფიციალური მიღება აშშ-ის კონგრესში გაიმართება.
დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ხემძღვანელებს. დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე. ვიზიტი აშშ-ში 19 დეკემრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა „ენდიაი“ და „აირია“ გააკრიტიკა. „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ კვლევითი ორგანიზაციები „უნდოა“ და ისინი ამახინჯებენ კვლევებს და ამერიკელი ხალხისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.