პოლონეთში მიმდინარე ვიზიტიდან უპასუხეს ბრალდებებს ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ. ოპოზიციის ნაწილი სწორედ ამ ორი დეპუტატის ვიზიტს უკავშირებს საგანგებო სხდომის ჩაშლას. სალომე ზურაბიშვილის მიმართვისას ოპოზიციის ორი წევრი უკვე პოლონეთისკენ მიემართებოდა. ნაციონალური მოძრაობა ბრალდებებს კომუნიკაციის პრობლემით ხსნის, მაგრამ სხვა ეჭვები აქვთ სხდომის მოწვევის იდეის ავტორებს. კლანის საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის შანსი მომავალ კვირასაც არის.
საპარლამენტო კომისია კლანის საქმიანობის გამოსაძიებლად
11 აპრ 202319:54
3 წუთის საკითხავი