logo
ENG



საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს აცხადებს

14 მაი 202416:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/u66zzxqtv4l6aya.jpg

პარტია ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი და დამოუკიდებელი დეპუტატები მათ შორის თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ.

დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია. 

ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა პარტია ლელოც. 

მოსახლეობისა და დასავლელი პარტნიორებების მოწოდებების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი მიიღო. მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი - 30.

პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებს, რომ რედაქციული შენიშვნები რუსულ კანონთან დაკავშირებით არ არის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

კენჭისყრის ყრის პროცესის განმავლობაში ოპოზიციის დეპუტატები ხმაურობდნენ. გარდა ამისა, პარლამენტს გარეთ მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.

ძალაში შესასვლელად ახლა კანონს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნიან, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ ოცნება ვეტოს დაძლევას პარლამენტში ეცდება. 

ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან რუსული კანონს აპროტესტებენ. მოქალაქეები ქართული ოცნებისგან კანონის გაწვევას მოითხოვდნენ. საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია არაერთხელ დაშალა ძალის გამოყენები, პოლიციელები და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად, სასტიკად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. აქციების პერიოდში შსს-მ ათეულობით ადამიანი დააკავა. 


close დახურვა