logo
ENG



საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა

15 ნოე 201908:09
3 წუთის საკითხავი
 
81l4jnz2mer0tk9.jpg

 

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე სოციალურ ქსელში წერს, მოცემული რეალობიდან გამომდინარე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის პარტიის დატოვება მოუწია. ბეგაძის წასვლის შესახებ ინფორმაცია „ფორმულამ" ჯერ კიდევ 11 ნოემბერს გაავრცელა. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს პირადი პრობლემის გამო ტოვებდა, თანაპარტიელებთან უთანხმოებას კი გამორიცხავდა. "თანამდებობდა დავტოვე პირადი მიზეზის გამო. ბიულეტენზე ვარ. არავითარი სხვა მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა ბეგაძემ.

 

 


close დახურვა