logo
ENG



საპარლამენტო უმრავლესობა მეუფე იაკობის განცხადებებზე კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

11 ნოე 201914:14
3 წუთის საკითხავი
 
iuq1g8gonu8eez2.png

მეუფე იაკობის ბრალდებებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დღეს ბიუროს სხდომა იმსჯელებს. "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას კონკრეტული მიზეზის გამო მხარს არ უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში. გია ვოლკის თქმით, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით იმოქმედონ, რეალურად კი კომისიის შექმნა არაა მიზანშეწონილი.

"ვერ დავუჭერთ მხარს, რადგან ნებისმიერ ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" უკავშირებს თავის პოლიტიკურ მიზანს. რასაკვირველია, აქ საეკლესიო პირების დაბარება პატრიარქის მოწვევა, არის ის მიზანი, რისთვისაც ეს კომისია სჭირდებათ",- აცხადებს გია ვოლსკი.

"ნაციონალური მოძრაობა" შესაბამისი დადგენილების პროექტს კანონმდებლებს დღეს წარუდგენს. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მაღალი თანამდებობის პირების მიერ საპატრიარქოს წინააღმდეგ, შესაძლო შეთქმულება, ასევე სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის ფაქტები უნდა შეისწავლოს. 


close დახურვა