logo
ENG



საპარტნიორო ფონდი თელასში კუთვნილი აქციების გასასხვისებლად აუქციონს აცხადებს

10 აგვ 202017:07
3 წუთის საკითხავი
clock 727
sxr8fndcs098yz8.jpg

"საპარტნიორო ფონდი" სს "თელასის" კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს.

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ბიჯის ოდენობა კი 50,000 ლარია. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით შესაბამისად.

საჯარო აუქციონი დღეს გამოცხადდა და 9 სექტემბერს სს "საპარტნიორო ფონდის" ოფისში ჩატარდება. (ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6). აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, განაცხადის #: 117207RBS67189920, აუქციონის #: 117207, ლოტის #: 671899

"გასათვალისწინებელია, რომ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობას", - აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.


close დახურვა