11 თებერვლას წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.