logo
ENG



საპატრიარქო: ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული ბერი მამა ანტონია

07 აგვ 202117:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძეა

საპატრიარქო ამბობს, რომ ის მონასტერში 2008 წლიდან მსახურებდა. 

"ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი". - აცხადებს საპატრიარქო. 

ბორჯომში მკვლელობა 6 აგვისტოს მოხდა. 

შსს-ის ცნობით, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ პირს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1 ადამიანი. უცნობია, დაკავებული არის თუ არა ბერი ანტონ მაისურაძე.

შსს ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია АК 74-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა