logo
ENG



საპატრიარქო: პატრიარქის მიერ ახალდაბადებულთა მონათვლაზე 18 მარტს რეგისტრაცია იწყება

12 მარ 202015:33
3 წუთის საკითხავი
 
twigg0p2nvf0bve.jpg

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალდაბადებული ბავშვების ნათლობის 63-ე ეტაპი იწყება.

„იწყება 63-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიაა გამოცხადებული. საქართველოში ოფიციალურად ვირუსით 24 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 1 მცირეწლოვანია. 

საპატრიარქომ თანხმობა განაცხადა, რომ ეკლესიებში განხორციელდეს სადენზიფექციო სამუშაოები.


close დახურვა