სანამ მსოფლიო მედიცინა კოვიდ ინფექციის ვაქცინაზე მუშაობს, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აცხადებენ, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს არ მიიღებენ, სანამ მის სამედიცინო შემადგენლობაზე სინოდი და საპატრიარქოში სპეციალურად ამ თემაზე შექმნილი კომისია არ იმსჯელებს.
ეს განცხადება არასერიოზულია რელიგიის მცოდნეებისა და უფლება დამცველებისთვის. მთავარ მიზეზად ისინი საპატრიარქოში და ქართულ ეკლესიაში სამედიცინო განათლების კრიზისს ასახელებენ. მსგავსი დამოკიდებულება კი იმ პოზიციის გაგრძელებაა რაც პანდემიის დროს მართლმადიდებელ სასულიერო პირების ნაწილს ქონდათ.
მსგავსი დამოკიდებულება არასერიოზულია თეოლოგებისთვისაც. რელიგიათ მცოდნეები ამბობენ, რომ საპატრიარქო კერძო ორგანიზაციაა და მათი აზრი მსგავს საკითხებზე საზოგადოების მხრიდან არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ჭეშმარიტება.
უფლებადამცველების შეფასებით, ეკლესია ბოლო თვეების განმავლობაში კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დადგა და ეს უფლება მას სახელმწიფომ მისცა. მათი შეფასებით დღესაც სასულიერო პირები ცდილობენ რომ შორს იდგნენ ჭეშმარიტებასთან და წინააღმდეგობაში მოვიდნენ საღ აზრთან.
ჯერჯერობით კოვიდ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შექმნილა, უცნობია ისიც მისი მიღება სავალდებულო იქნება თუ არა ყველა მოქალაქისთვის, თუმცა ეს ასეც რომ არ იყოს - უკვე ვიცით რომ საპატრიარქოს ექნება მიზეზი საკუთარი - განსხვავებული პოზიცია დააფიქსიროს.