logo
ENG



საპატრიარქოს ბიზნესინტერესები - ტაძრის ნაცვლად კორპუსები

14 ივნ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწაზე კორპუსების მშემენლობაზე კომენტარს სამებაში მისული მეუფეები არ აკეთებენ. ნაწილი ამბობს, რომ ამ თემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თავად საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ ამ კორპუსებში შესახლდება 25 ოჯახი და ესაა სწორი გადაწყვეტილება.

"ეს ხალხი ითხოვდა გამოსვლას ტაძრებიდან, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ და ამიტომ არ უნდოდათ, რომ ღვთის სახლში ეცხოვრათ. ისინი განცხადებასაც წერდნენ და სახელწმიფოს თუ საპატრიარქოს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ სოციალური პროექტი დაწყებულიყო", - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. 

მესამე სექტორი კი პროექტის იგვლივ კორუფციის ნიშნებს ხედავს და ამბობს, რომ ამაში შესაძლოა საპატრიარქოს ბიზნესინტერესები იკვეთებოდეს.

"არ შეიძლება, რომ ისინი გამოსახლდნენ. ვხედავთ, რომ ამ პროცესში სახელმწიფო მთლიანად გამოთიშულია და საპატრიარქო ცალკე აღებული ცდილობს ამ ადამიანების გამოსახლებას. მეორეა აშკარა ბიზნესინტერესები საპატრიარქოს მხრიდან. კორპუსის მშენელობის გეგმა საპატრიარქოს მიერაა წარდგენილი და მისი მასშტაბი გაცილებით დიდია ვიდრე გამოსახლებული ადამიანების ინტერესები. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ამ ბიზნესსაქმიანობით შესაძლოა საპატრიარქო იყოს დაინტერესებული", - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ მსგავსი ფაქტი პირველი შემთხვევა არაა. ყველა ასეთ ვითარებაზე კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიგია. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა შესაძლოა საპატრიარქოსა და ბიზნესკომპანიებს ჰქონდეთ საერთო ინტერესი. ამ ინტერესის ნაცვლად ჩანდეს პირველ ეტაპზე საპატრიარქო და შემდეგ იღებდეს ვალდებულებებს ბიზნესკომპანია. ანუ შესაძლოა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი,  ფაქტობრივად, სიმბოლურ ფასად იღებს მშენებლობის უფლებას და შემდეგ კერძო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდეს. ეს მორიგი დადასტურებაა იმისა, რომ სახელწმიფო საკუთრებაში არსებული ქონების გაკონტროლება უნდა ხდებოდეს მკაცრად ან ამ ქონების გასხვისვება უნდა იყოს მხოლოდ აუცილებლობით გამოწვეული", - აცხადებს სულხან სალაძე. 

ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საპატრიარქოსთვის გადაცემულ მიწაზე კორპუსების მშემენლობის შესახემ ინფორმაცია "შაბათის ფორმულამ" გაავრცელა. სიმბოლურ ფასად გადაფორმებულ მიწაზე, თავდაპირველად ტაძარი უნდა აშენებულიყო, თუმცა ახლა საპატრიარქომ განზრახვა შეცვალა, ტაძრის პროექტი შემცირდა, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. 


close დახურვა