ამჯერად ინციდენტების გარეშე ჩაიარა საპენსიო რეფორმის პრეზენტაციამ. ნაციონალური მოძრაობა თბილისში მოქალაქეებს შეხვდა, კარდაკარ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერები მოქალაქეებთან მივლენ და აუხსნიან, როგორ შეიძლება გაიზარდოს პენსია და განულდეს საპენსიო სესხები ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში.