არეულობით დასრულდა საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პარიზსა და ნანტში. დედაქალაქში დემონსტრანტებმა სანაგვე ურნები წააქციეს და მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს, შემდეგ კი პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად ხმოვანი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით დარბევებში მონაწილე ახალგაზრდები ანარქისტული დაჯგუფება „შავი ბლოკის" წევრები იყვნენ.
ორი კვირაა, საფრანგეთში პროფკავშირების ორგანიზებით საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. დედაქალაქში პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სკოლების დიდი ნაწილი დახურულია.