logo
ENG



საპენსიო სააგენტო: აქტივების ღირებულება ₾2.39 მილიარდია, სარგებელი - ₾334 მილიონი

14 ივნ 202218:40
3 წუთის საკითხავი
 
საპენსიო სააგენტო: აქტივების ღირებულება ₾2.39 მილიარდია, სარგებელი - ₾334 მილიონი

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 13 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.39 მილიარდი ლარია. სარგებელი კი - 334 მილიონი ლარი.

საპენსიო სქემაში 1 მილიონ 285 ათასი ადამიანია გაწევრიანებული

საპენსიო სააგენტო აცხადებს, რომ დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 1 938 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 3 მილიონ 986 ლარს შეადგენს.

ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. შეიქმნა საპენსიო სააგენტო, რომელიც თანხას განკარგავს. 

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან, კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. 

საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.​ 

საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ 40 წლის და უფროს ადამიანებს. 

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იხდის. 

ადამიანს საპენსიო ასაკამდე თანხის გატანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ სამუდამოდ საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად, თუ დაუდგინდება შშმ პირის სტატუსი და მოუნდება, თანხით ისარგებლოს. ასევე, თუ ადამიანი გარდაიცვლება, მის დანაზოგს მისი ოჯახის წევრები მიიღებენ. 


close დახურვა