საპროკურორო საბჭო დღეს კენჭისყრის მეშვეობით გენერალური პროკურორობის სამ კანდიდატს შეარჩევს.
ბოლო კანდიდატები, რომლებსაც საბჭოს წევრები გაესაუბრნენ ირაკლი შოთაძე და გელა ჩივაძე იყვნენ. კენჭისყრის შემდეგ კანდიდატების სია პარლამენტს დასამტკიცებლად გაეგზავნება.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი და საპროკურორო საბჭოს წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ამ სიაში აუცილებლად იქნება ირაკლი შოთაძე და სწორედ შოთაძეს აირჩევს პარლამენტი, რადგანაც კახიძის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა.
"საპროკურორო საბჭო ფორმალურად იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ბრძანებს ივანიშვილი. ეს იქნება შოთაძის შერჩევა, რომელიც პარლამენტში გადაინაცვლებს და მორჩილი უმრავლესობა ივანიშვილის ბრძანებას შეასრულებს“, - აღნიშნა კახიძემ.
კენჭისყრა საპროკურორო საბჭოში დღეს 14:00 დაიწყება.