სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ თანამდებობაზე სულ ორი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი - პაატა მანჯგალაძის და ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მაჭუტაძის, თუმცა მაჭუტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერისა და პარლამენტში შესვლის შემდეგ, მანჯგალაძე ოპოზიციიდან პირველია, ვინც საპარლამენტო თანამდებობა დაიკავა.