რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კრივოი როგში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურდა. შედეგად ქალაქის ზოგიერთი უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ოთხშაბათს ღამე უკრაინაში ბევრ უკრაინულ რეგიონში საჰაერო განგაში ჩაირთო - დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში, ასევე, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგის მიმართულებით რაკეტები და ე.წ კამიკაძე დრონები გაუშვეს.