logo
ENG



სარაკეტო იერიშს ხარკივზე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12

07 აგვ 202409:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/ugt3ll3kb9etw8m.png

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკივზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 12. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"ხარკივში რუსული დარტყმის შემდგომი სამუშაოები გრძელდება. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის ჩარჩენილი, დახმარება მაქსიმალურად არის გაწეული. ამ დროისთვის დაშავებულია 12 ადამიანი, ერთი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - თქვა მან.

მანამდე რუსულმა ძალებმა ხარკივის ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც კლინიკის შენობა დაზიანდა. ამ დროისთვის ზოგიერთი ადამიანი კი შესაძლოა კვლავ ნანგრევების ქვეშ იყოს ჩარჩენილი.


close დახურვა