logo
ENG



სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მენაბდეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

11 იან 202214:53
3 წუთის საკითხავი
 

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მას 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე მომხდარიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მენაბდე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ირწმუნება, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.


close დახურვა