სართიჭალაში კაცს რკინა-ბეტონის ფილა დაეცა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.