ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 128 159 ლარის ღირებულების 1 237 გრამი ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, ოქროს ნაკეთობები საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადმოიტანა.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.