შეასრულებს თუ არა ოლიგარქის მორიგ დაკვეთას საკონსტიტუციო სასამართლო - პრეზიდენტის სარჩელი დარეგისტრირდა, შესაძლოა ხვალვე გადაწყდეს, მიიღებენ თუ არა მას წარმოებაში. მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილია, რომელიც რეჟიმის დავალებების შემსრულებლად მიიჩნევა. საინტერესოა, იხელმძღვანელებს თუ არა საკონსტიტუციო ოცნების პოლიტიკური კალენდრით. ოლიგარქის პარტიას არალეგიტიმური პარლამენტისთვის უფლებამოსილების ცნობა 25 ნოემბერს სურს - თუ ამ დროს დავა სასამართლოში დასრულებული არ იქნება, პარლამენტი მუშაობას ვერ დაიწყებს, ამიტომ არაა გამორიცხული, საკონსტიტუციომ გადაწყვეტილება დაჩქარებულ რეჟიმში, 25 ნოემბრამდე მიიღოს.
სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით
20 ნოე 202420:12
3 წუთის საკითხავი