logo
ENG



სარჩელი ევროპულ სასამართლოში

27 იან 202320:15
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოდან სტრასბურგში კიდევ ერთი სარჩელი გაიგზავნა. ხარაგაულში დაღუპული ამირან კვირიკაშვილის ოჯახი სახელმწიფოს წინააღმდეგ დავობს, დაირღვა თუ არა სიცოცხლის უფლება და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის განყოფილებაში წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას. სარჩელით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჯამში სამი მუხლის დარღვევაზე ითხოვს სიმართლის დადგენას. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ კვირიკაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, ერთ კვირაში კი კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახი მომხდარს პოლიციის განყოფილებაში  განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლას უკავშირებს.


close დახურვა