logo
ENG



სარჯველაძე: ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არაა

06 აგვ 202411:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/evt1ir5gpq4xyub.jpg

საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა საქმიანობის შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას

რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება


close დახურვა