ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს ხელისუფლების დაზიანების "ავი ზრახვები აქვს".
ლიეტუველი დეპუტატი, ჟიგიმანტას პავილიონისი კი, სარჯველაძის შეფასებით, "იმ ორკესტრის წევრია, რომლის სოლისტებიც ენმ-ის წევრები არიან".
"ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები, თუ სოლისტები, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრია. მათ იდეური ერთიანობა, საქმიანი ერთიანობა და დამოკიდებულებები აერთიანებთ. მათ აქვთ საქართველოს წინააღმდეგ ავი ზრახვები, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ.
ეს არის ზუსტად ამორალობა და გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ინტერესს არაფრად აგდებენ, თუ ამ ინტერესისა და ნებისმიერი წარმატების ავანგარდში არ იმყოფება ნაციონალური მოძრაობა". - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
30 აპრილს ჟიგიმანტას პავილიონისმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ ევროკავშირის წევრობას მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ, საქართველო კი არა, ვინაიდან "ამჟამად ფსკერზეა და ამ ადგილს საქართველოს მთავრობამ მიაღწია, რომელიც რუსეთს თავიდანვე ეფლირტავებოდა".