logo
ENG



სარჯველაძე: შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს საქმეს

28 სექ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/28/3fnfakcjpbv2wxo.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ლავროვის განცხადებაზე საუბრისას ირწმუნება, რომ "კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია". მისი აზრით, რუსეთის საგარეო მინისტრის მსგავსი განცხადებები "საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია". 

"გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია, ეს ერთი. დააკვირდით უბრალოდ, როდის და როგორ კეთდება.

თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციულ თანამშრომლობაში... როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, აღმოაჩენთ ძალიან მარტივად, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია. [...] ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს", - თქვა სარჯველაძემ. 

***

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ინტერესით იყო განპირობებული. კერძოდ, ლავროვი ამბობს, რომ ქართული ოცნება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული.

როგორც ლავროვმა TASS-თან ინტერვიუში აღნიშნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.

დღეს ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო და საქართველოს მთავრობის სახელით ამ საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება არავის გაუმართავს".

 

close დახურვა