logo
ENG



სასამართლო კარტოგრაფებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს

30 ნოე 202010:28
3 წუთის საკითხავი
 

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას ერთ საათში დაიწყებს. ბრალდებულების ადვოკატები პროცესზე შუამდგომლობის დაყენებასა და ხელმოწერების წარდგენას გეგმავენ - საზოგადოებისთვის ცნობილი 200-მდე პირი დაკავებულ კარტოგრაფებს თავდებში უდგება. ხელისუფლების მძევლები არჩევნების მანიპულაციისთვის - ასე აფასებენ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობას მათი გათავისუფლების თავდებობის ხელმომწერები. დაკავებულებს მხარდაჭერა მწერლებმა, მუსიკოსებმა,  კინომცოდნეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. კარტოგრაფებს ისინი  თავდებში ჩაუდგნენ და მზად არიან, სასამართლო პროცესზეც გამოცხადდნენ. ხელმომწერები მოსამართლეს მოუწოდებენ , რომ  უკანონოდ დაპატიმრებული კარტოგრაფები გაათავისუფლონ.  ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებული.   სასამართლო პროცესის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები  სასამართლოსთან აქციას გამართავენ. მათი თქმით, კარტოგრაფები არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდას შეეწირნენ.  აქტივისტები მოსამართლეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციების გაგრძელებას გეგმავენ. 


close დახურვა