logo
ENG



სასამართლო სხდომა ბანკში შეჭრის საქმეზე

05 იან 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლო "თიბისი ბანკში" შეჭრის საქმეზე მსჯელობს. დაკავებულ გუგა გოცირიძეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს. ბრალი მას ყაჩაღობის მუხლით წარუდგინეს. დადასტურდა ფორმულას ინფორმაცია, - იარაღი, რომლითაც კაცი ბანკში შეიჭრა, ექსპერტიზის დასკვნით, სათამაშო აღმოჩნდა. შესაბამისად, დაკავებულისთვის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით ბრალი აღარ წაუყენებიათ. ყაჩაღობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.


close დახურვა