logo
ENG



სასამართლოები მოსამართლეების გარეშე - 109 ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია

25 სექ 202019:54
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოები მოსამართლეების გარეშე - ქვეყნის მასშტაბით, 387 მოსამართლის ნაცვლად, მართლმსაჯულებას მხოლოდ 278 ახორციელებს, 109 ადგილი კი ვაკანტურია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ვაკანტური ადგილია, ბათუმში 16-ის ნაცვლად კი 10 მოსამართლეა. მაგისტრატი მოსამართლე 26 მუნიციპალიტეტში საერთოდ არ არის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სისტემაში არსებულ ქაოსზე საუბრობს და ამბობს, რომ განსახილველი საქმეები მოსამართლეების დეფიციტის გამო ჭიანურდება.

ჯანეზაშვილის განცხადებით, კლანის გავლენების გამო საბჭო კონკურსს იშვიათად აცხადებს და პროცესს ხელოვნურად აფერხებს. ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მოსამართლეების გარეშეა დარჩენილი საქალაქო და რაიონული სასამართლოები, მაშინ როცა მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში განსაზღვრულზე მეტი შტატია.


close დახურვა