20 ივნისის ღამის საქმეზე სასამართლომ არც ერთი პირი დაზარალებულად არ ცნო. როგორც „ფორმულას“ საია-ს იურისტმა რეზო აჭარაძემ განუცხადა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.
დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა, მათ შორის 8 ჟურნალისტსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც, 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად, თვალი დაკარგეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე ცნო.