ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქ ბიზნესმენს, გალიფ ოზთურქს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ოზთურქი პროკურატურის მიერ წარდგენილ ყველა ბრალდებაში სცნო დამნაშავედ.
თურქი ბიზნესმები ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარის განცხადებით, ისინი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.