თბილისის საქალაქო სასამართლომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან კუპატაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა დაუსწრებლად პატიმრობა ასევე შეუფარდა უცხოეთის 4 მოქალაქეს.
პროკურატურის განცხადებით, მათ მიმართ დევნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოტენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე დაიწყო.
საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის ფაქტს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ კუპატაშვილის მეშვეობით, საქართველოში არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, რომელიც ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს წერდა, 1 172 539 ლარი ჩაერიცხა.
ხოლო, კომპანია, უწყების განცხადებით, შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შემდეგ, რასაც ხიდის ჩანგრევა მოჰყვა, თაღლითურად დაეუფლა 3 859 678 ლარს.
კუპატაშვილს თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
