ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის 9 ბრალდებაში გამართლდა.
სპეისის 4 სხვადასხვა კაცი 2001-2013 წლებში სექსუალურ ძალადობის სხვადასხვა შემთხვევებზე უჩიოდა.
64 წლის მსახიობი უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე "სუსტია".
ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ მსახიობი სექსუალური ძალადობის შვიდ ბრალდებაზე, და ორ შემთხვევაში თანხმობის გარეშე სექსუალურ აქტივობაში იძულებით ჩართვის ბრალდებებზე გაამართლა.
მსახიობს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მეტროპოლიტენის პოლიციამ 2005-2013 წლების პერიოდში სპეისის წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების სამხილები გამოიძია.
3 საჩივარი ლონდონში 2005-2008 წლებში სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ეხება, 1 კი გლოსტერშირში 2013 წელს მომხდარ ფაქტს.
ბრიტანეთის პროკურატურის თქმით, სპეისისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამოიძიეს მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახურის მიერ შეგროვებული სამხილები.
კევინ სპეისი 2 ოსკარს ფლობს. ის ცნობილია როლებით ფილმებში Seven, LA Confidential, American Beauty ასევე Netflix-ის სერიალ House of Cards-ში.
კევინ სპეისის წინააღმდეგ ბრალდებები პირველად 2017 წელს მოძრაობა #MeToo-ს გააქტიურებისას გახდა ცნობილი.
კევინ სპეისი 2004-2015 წლებში ლონდონის Old Vic თეატრის შემოქმედებითი დირექტორი იყო. თეატრის ინფორმაციით, მათ კევინ სპეისის მხრიდან არასათანადო ქმედებების შესახებ 20 ჩვენება მიიღეს.