logo
ENG



სასამართლომ კვესიტაძეს რუსთავი 2-ისთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა

10 ივნ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/51c4xjqzn1qojt4.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს რუსთავი 2-ისთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. როგორც საიაში ამბობენ, მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევა და მთავარ არხზე მუშაობის გაგრძელება დასახელდა.

თავისი სარჩელით კვესიტაძე ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდას. საია აცხადებს, სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა. ამის პარალელურად კვეისტაძის ტელეკომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის მთავარი არხში მუშაობის გაგრძელებას.

საიასთვის მიუღებელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას გაჟღერებული პოზიციები. მას შემდეგ რაც მხარეს ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, მოსარჩელე მას გაასაჩივრებს.


close დახურვა