logo
ENG



სასამართლომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

02 დეკ 202117:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/02/8xit3gi8o2bhok0.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტის მინიჭებაზე PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი ცნობით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტების კონფენცია ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდგადატანილები, ვაქცინირებულები ან გატესტილი ადამიანები შეძლებენ შესვლას. 

აღსანიშნავია, რომ მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.

რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე პასპორტი - ნახეთ სია.


close დახურვა