logo
ENG



სასამართლომ ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა

28 მაი 202415:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/vnvszdasbc33ur5.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე 500 ლარით დააჯარიმა. მას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

 მის მიმართ 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს

"დღეს სასამართლო პროცესზე ჩემმა ადვოკატმა - თეონა კილაძემ წარადგინა არგუმენტები და ყოველ აბსურდულ კითხვაზე ღირსეული პასუხი გასცა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი ჩვენი, ანუ სიმართლის გამარჯვებით დასრულდებოდა. მეტიც - ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლო პროცესი არც იარსებებდა"- წერს ნატალია ყიფშიძე.

ნატალია ყიფშიძის მსგავსად სასამართლოში იბარებენ და აჯარიმებენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებსაც.


close დახურვა