უპრეცედენტო გადაწყვეტილება - ხელისუფლების სასამართლო კლანმა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება შეაჩერა. სასამართლომ 1 დღეში წარმოებაში მიიღო და დროებითი ღონისძიებაც გამოიტანა, ამრიგად, სალომე ზურაბიშვილს დაუბლოკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრი. ეს ყველაფერი არ არის - პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერც სხვა პირის დანიშვნა შეეძლება.