logo
ENG



სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი 2200 ლარით დააჯარიმა

19 აპრ 202310:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/t2ei1ts7xqqr46r.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა. ტაბულას ინფორმაციით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი პუბლიკას დირექტორთან ერთად 2 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. აქციაზე რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ჟურნალისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. სასამართლომ ვარდიაშვილი 18 აპრილს 2200 ლარით დააჯარიმა.


close დახურვა