logo
ENG



სასამართლომ ტრამპს ორი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

08 ნოე 201909:02
3 წუთის საკითხავი
 
d5tjcismsrmd2zc.jpg

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს ორი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ  თანხის გადახდა საკუთარი საქვეელმოქმედო ფონდის სახსრების,  2016 წლის საარჩევნო კამპანიაში გამოყენების  გამო მოუწევს.

მოსამართლემ ეს ქმედება კანონდარღვევად სცნო, თუმცა  იმის გამო, რომ თანხა საბოლოოდ საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა, პროკურორის მიერ მოთხოვნილი 2 მილიონ 800 ათასის ნაცვლლად, დონალდ ტრამპს 2 მილიონი დოლარის ჯარიმის  გადახდა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს თანხა რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გადანაწილდება. 


close დახურვა