logo
ENG



სასამართლოში, პარლამენტთან, დღეს დილით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

12 დეკ 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
eruzcziz5znkq88.jpeg

საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან, დღეს დილით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

6 დაკავებულის საქმეს, მოსამართლე ვალერიანი ფილიშვილი განიხილავს, 4 დაკავებულის საქმეს კი მოსამართლე ნათია მერაბიშვილი. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი საქმეების განხილვაც დღეს მოხდება.

უფლებადამცველებს დიდი მოლოდინი არ აქვთ და აცხადებენ, რომ პროცესები პოლიტიკურ დავალებაზეა დამოკიდებული.

„ცინიკურია ვითარება, როცა დღევანდელ დაკავებულების სამქეებსაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. შესაბამისად, მისგან რაიმე იმედი არ გაგვაჩნია, ისევ პოლიტიკურ კონიუქტურაზე და მიღებულ დავალებაზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილია.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან სულ 16 პირი დააკვეს. მაათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

 


close დახურვა